ღრმად ვართ შეშფოთებული კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - მეთიუ მილერი

02 მაისი 2024, 23:53 357 ნახვა

ღრმად ვართ შეშფოთებული კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში