ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა

17 მაისი 2024, 15:54 379 ნახვა

ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის “ბუნდესლიგის” 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გამოკითხვაში ავსტრიის ჩემპიონატის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელენი და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

გრაცის “შტურმის” 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “ბუნდესლიგის” მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ოთარმა წელს “შტურმთან” ერთად უკვე მოიგო ავსტრიის თასი, ახლა კი ბოლო ტურში “კლაგენფურტის” დამარცხების შემთხვევაში ავსტრიის “ბუნდესლიგის” გამარჯვებულიც გახდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი