მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 მაისი 2024, 18:41 399 ნახვა

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მარგველაშვილი იტალიელ მატეო პირასის დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია.
ოქრო გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო მარგველაშვილის ანგარიშზეა.

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 19-24 მაისს მასპინძლობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი