ქობულეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულებიც

23 მაისი 2024, 13:33 4209 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, ხუთი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ, ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა.

"ორი ბავშვია დაშავებული, რომლებიც ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ. მათ აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში. რაც შეეხება, ქალის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმეა. ასევე ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ნაწილი დაშავებულებისა, რეანიმაციულ განყოფილებაშია, ნაწილს კი ემერჯენსის განყოფილებაში უტარდებათ კვლევები"- აცხადებს ქობულეთის ,,ევექსის" კლინიკის კლინიკური დირექტორი.

ამ დროისთვის შემოვლითი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია, ავტომობილებს ძველი გზით უწევთ გადაადგილება.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი