საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

25 მაისი 2024, 19:37 300 ნახვა

"რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი