ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ გვაქვს - ლევან დავითაშვილი

29 მაისი 2024, 15:51 292 ნახვა

ეროვნული ბანკის პოლიტიკა თანხვედრაშია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ფუნდამენტური საფუძველი იმის, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს, არ გვაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ჩარევას არ ექნებოდა აზრი, ეს იქნებოდა არაპროდუქტიული, თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები აისახება მომხმარებლის, მოსახლეობის ქცევაზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეროვნული ბანკის პოლიტიკა თანხვედრაშია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ფუნდამენტური საფუძველი იმის, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს, არ გვაქვს.

პირიქით, წლებია ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ ხოლმე, საქსტატი საუბრობს და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებლები, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება. როდესაც ამათ შორის სხვაობაა, ეს უკვე მიუთითებს, რომ ეს გაუფასურება არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ იყო მცდელობა განზრახ პანიკის გამოწვევის, ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი დასტაბილურდება. არ მინდა მოსახლეობა შევიდეს შეცდომაში და დაზიანდეს მათი ინტერესი, ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე და ეს უბრალოდ არაა სასიამოვნო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი