საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთა შორის

20 ივნისი 2024, 11:49 385 ნახვა

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის გაიმართა. შეჯიბრება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. დაითვალა ფიდეს რეიტინგიც.

ვაჟთა შორის ქუთაისელმა ლერი ტალიკაძემ გაიმარჯვა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად ბათუმელი ბადრი ბოლქვაძე და ხულოელი ბადრი ცეცხლაძე გავიდნენ. ქალთა შორის პირველ ადგილზე ქუთაისელი ანანო გოგონაძე გავიდა, თბილისელმა მარგალიტა ნათელაურმა ვრცხლის მედალი მოიპოვა, ბათუმელი ანნა მგელაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ  მედლებითა და დიპლომებით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.  ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში