ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

25 ივნისი 2024, 10:20 245 ნახვა

ექვსი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, პარტია „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს აწერენ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.   

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.

ასევე აღნიშნავენ, რომ პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი