ოპოზიციის გეგმები - პოლიტიკური შეფასებები

10 ივლისი 2024, 14:04 229 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები დრო რჩება, ოპოზიცია და ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ.  თუმცა მანამდე ოპოზიციის ველზე რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება იკვეთება.

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, ჯერ-ჯერობით ეს არის ორი პოლიტიკური პოლუსი, სადაც იწვევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, თუმცა ამ ეტაპისთვის მსურველები არ იკვეთებიან, დამოუკიდებელი დეპუტატები ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმში არიან.

ქართული ოცნება ოპოზიციურ ერთობას სერიოზულად არ აღიქვამს, ამბობენ, რომ საარჩევნო ნომრით რეალობა არ იცვლება და ოპოზიცია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი