რუსეთმა სუმი დაბომბა

08 სექტემბერი 2024, 10:49 210 ნახვა

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქი, სუმი დაბომბეს. საჰაერო დარტყმა გვიან ღამით  განხორციელდა. 

დაიღუპა ორი ადამიანი. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის, ორი ბავშვი“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის განცხადებით, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიქის ქვეშ დაიწყებს, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა პარტნიორებისგან იარაღის მიწოდება ფერხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში