„პარი სენ-ჟერმენმა“ „არსენალი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა 

30 აპრილი 2025, 09:19 80 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „არსენალთან“ გასვლაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით უსმან დემბელემ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ კი ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვდა.

ქართველი შემტევი ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე და საკმაოდ მაღალი შეფასება - 8,2 ქულა დაიმსახურა. საპასუხო შეხვედრა 7 მაისს პარიზის „პარკ დე პრენსზე“ ჩატარდება.

დღეს კიდევ ერთი ნახევარფინალი გაიმართება. კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში