ცესკოს განცხადება

01 მაისი 2025, 19:56 101 ნახვა

დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტაციით ცდილობენ- აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიდანაც ასევე ვიგებთ, რომ ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არცერთ ცრუ ინფორმაციას უპასუხოდ არ დატოვებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში