ვახტანგ გომელაურმა გურიის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა

05 მაისი 2025, 10:17 150 ნახვა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

ვახტანგ გომელაურმა გურიის რეგიონში, დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში