მადრიდში სარკინიგზო მიმოსვლა სპილენძის კაბელების ქურდობის გამო გაჩერდა

05 მაისი 2025, 13:08 131 ნახვა

სპილენძის კაბელების ქურდებმა ესპანეთის ჩქაროსნული მატარებლების ქსელის ნაწილის  პარალიზება მოახდინეს. ათასობით მგზავრს მატარებლებსა და სადგურებში მოუწიათ ღამის გატარება. 

ქურდებმა 10 კილომეტრის რადიუსში ოთხ უბანზე კაბელები მოიპარეს.

კვირა საღამოს დაზარალებულ ხაზებზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა და იმის მიუხედავად, რომ ორშაბათს დილით რამდენიმე მატარებელი მადრიდიდან სამხრეთით 70 კილომეტრით დაშორებული ტოლედოსკენ გაემართა, სამხრეთით მდებარე ქალაქების, როგორიცაა სევილია და მალაგა, მიმართულებით მოძრაობა კვლავ პარალიზებული იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში