ბათუმში საზაფხულო თეატრში მომღერალ დავით კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა. საათნახევრიანი პროგრამა 20-მდე სიმღერას აერთიანდებდა. მათ შორის იყო მსმენელისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ასევე განახლებული რეპერტუარი.
კონცერტში ასევე მონაწილეობდა ანსამბლი ,,თაობა“, რომლის შესრულებითაც რამდენიმე სიმღერა ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილისა და მისი მცირეწლოვანი შვილების ხსოვნას მიეძღვნა, რასაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.
ანსამბლ ,,თაობის“ ხელმძღვანელია ბიჭიკო ნავროზაშვილი, რომელთან ერთადაც მომღერალმა დავით კენჭიაშვილმა ხალხურ მოტივებზე შექმნილი არაერთი კომპოზიცია შეასრულა. ეს არ არის მომღერლის პირველი ღონისძიება აჭარაში, კონცერტის მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.