ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

10 მაისი 2025, 16:59 3868 ნახვა

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალა განახლებადია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში