ხაშურში 3 ადამიანი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

10 მაისი 2025, 17:50 103 ნახვა

ხაშურის რაიონის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილებსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო.

სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება სავარაუდო ბრალდებულს, როგორც ცნობილია ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში