პუტინი ევროპის სახელმწიფოებთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის იმედს გამოთქვამს

11 მაისი 2025, 10:27 159 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ იმედოვნებს. ამის შესახებ პუტინმა კრემლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ადრე თუ გვიან, მათ შორის, ისტორიის გაკვეთილებზე დაყრდნობით, საკუთარი ხალხების აზრზე დაყრდნობით, დავიწყებთ მოძრაობას ევროპის სახელმწიფოებთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენისკენ. მათ შორის იმათთანაც, ვინც დღესაც არ უარყოფს ანტირუსულ რიტორიკას და აგრესიულ ქმედებებს ჩვენ მიმართ, ცდილობენ, დღემდე გვესაუბრონ უხეში მანერით და ულტიმატუმების მეშვეობით“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა მადლობა გადაუხადა იმ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავიდნენ.

„მიუხედავად მუქარისა, შანტაჟისა და გზაზე შექმნილი დაბრკოლებებისა, მათ შორის საჰაერო სივრცის გადაკეტვისა, მოსკოვში ჩამოვიდნენ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერებიც: სერბეთის, სლოვაკეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის. ჩვენ გვესმის, რა მასირებულ ზეწოლას განიცდიდნენ ევროპის ქვეყნების რიგი ლიდერები და ამიტომ, გულწრფელად ვაფასებთ მათ პოლიტიკურ სიმამაცეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი