საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართულ უეფა-ს განვითარების თასის ბოლო ტურში უზბეკეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტურში პენალტების სერიაში ლატვია დაამარცხეს, ასევე პენალტების სერიაში სომხეთთან დამარცხდნენ, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკებს 3:0 სძლიეს.
ამ მოგებით გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და უეფა-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა. საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით ნიკოლოზ დუნდუა გახდა, რომელმაც გოლების გატანა, უზბეკეთის გარდა, სომხეთთან და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.
ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.