უკრაინაში, ქალაქ სუმის მახლობლად მდებარე სამრეწველო ობიექტზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური სუმის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
სუმის რეგიონი, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარეობს, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს, რუსული თავდასხმების სამიზნეა.
გასულ თვეში, ბზობის კვირას, სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. რუსეთი კი უარყოფს ომში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.