ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა 

15 მაისი 2025, 10:44 121 ნახვა

5-დან 14 მაისის ჩათვლით ბათუმის სპორტის სასახლე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა. ასპარეზობა 8-დან 18 წლამდე, ექვს ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა. აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 16 წლამდელთა შორის ქვეყნის ჩემპიონი მარიამ კალანდაძე გახდა.

ამავე ასაკში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მარიამ ცეცხლაძემ მოიგო. 18 წლამდელთა შორის კი ლულუ დიასამიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

საქართველოს ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც 22 ივნისიდან ბათუმში გაიმართება.

შეჯიბრება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი