ქართველებმა ბოსნიის თასი მოიგეს 

15 მაისი 2025, 12:01 79 ნახვა

გიორგი გულიაშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა ბოსნიის თასი მოიგეს. „სარაევო“ ფინალის საპასუხო მატჩში „შიროკი ბრიეგს“ სტუმრად ფრედ 1:1 ეთამაშა, მაგრამ შინ 4:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, ტიტული მოიპოვა.

გულიაშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე პასი მიითვალა, ქართველის გადაცემით გოლი კარლო ლულიჩმა გაიტანა. გორდეზიანი ფინალში სათადარიგო სკამზე იყო. გულიაშვილისთვის ეს პირველი შედეგიანი მოქმედებაა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ.

სეზონში მის აქტივში 35 მატჩი, 21 გოლი და 5 საგოლე პასია. „სარაევომ“ ბოსნიის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი