სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში

17 მაისი 2025, 12:27 479 ნახვა

სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები -ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
მასში 400-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობს. კონფერენცია მიზანად ისახავს უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი