მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 20 000 ლარი გადაეცემა

20 მაისი 2025, 11:34 108 ნახვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.

"სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.

ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი