პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

20 მაისი 2025, 17:22 109 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.  ასევე ელექტრო სასწორები, შესაფუთი მასალა, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელსაც  ანგარიშსწორებისას იყენებდნენ.

დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-2603 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-2603 მუხლის პირველი ნაწილით, 2603 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2731 მუხლის მე-6 ნაწილით და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ  ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

 

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი