ბავშვთა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

23 მაისი 2025, 20:04 97 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ბავშვთა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშების დასკვნითი ეტაპი. მოზარდები ერთმანეთს სპორტის შვიდ სახეობაში ეჯიბრებოდნენ.

დღეს გამოვლინდა დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდი ფრენბურთში ვაჟთა შორის. ასპარეზობაში აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების გამარჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს იმერეთის (ქუთაისი) და აჭარის (ხულო) გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი იმერეთის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის აღმოსავლეთ საქართველოს თამაშების გუნდს დაუპირისპირდება. ფინალური დაპირისპირებები აღმოსავლეთსა და დასავლეთის გამარჯვებულ გუნდებს შორის სპორტის შვიდივე სახეობაში ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონები კი მსოფლიოს ბავშვთა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში