სელიმობა 2025

01 ივნისი 2025, 11:05 257 ნახვა

3 ივნისს, სოფელ ნიგაზეულში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართება. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება  ეთნოგრაფიული ნამუშევრები.

მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და  ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია.ღონისძიების ფარგლებში ყვავილებით შეამკობენ ხიმშიაშვილების საგვარეულო სასაფლაოს.

პარალელურად გაიმართება კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ შუახევისა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები.

სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიით დაჯილდოვდებიან ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის სამი მოქალაქე, რომლებსაც ასევე გადაეცემა ფულადი ჯილდო.

„სელიმობა“  2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა და პირველად 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი