უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდის ბურჯების აფეთქების შესახებ იუწყება

03 ივნისი 2025, 16:28 158 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი