ბსუ-ს სტუდენტური ლიგა ფეხბურთში

05 ივნისი 2025, 10:01 264 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაიწყო ტურნირი ფეხბურთში „ბსუ“-ს ლიგა, რომელშიც შვიდი გუნდი მონაწილეობს. მანამდე კი გაიმართა საჩვენებელი, ამხანაგური მატჩი ბსუ-ს ლექტორებსა და სტუდენტებს შორის.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც ლექტორებმა სტუდენტები 6:5 დაამარცხეს.

ტურნირი უნივერსიტეტის ეზოში მდებარე საფეხბურთო მოედანზე მიმდინარეობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში