ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

05 ივნისი 2025, 15:00 155 ნახვა

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მე-12 საერთაშორისო კონფერენციას, მთავარი თემით "საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, მასპინძლობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კონფერენციის მონაწილეები საარჩევნოპროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაზე და მიღებულ გამოცდილებებზე მსჯელობენ.

განიხილავენ არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის საკითხებს. ასევე, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების და არჩევნების შედეგებზე მისი პოტენციური გავლენის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. მან 22 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში