ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში

06 ივნისი 2025, 14:01 133 ნახვა

ბათუმში სტარტი აიღო რეგატამ ,,ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში 2025", რომელიც 8 ივნისამდე გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში, ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქართველოში მოქმედი ყველა საიალქნო კლუბების წარმომადგენლები.

რეგატაში მონაწილეობენ თბილისის საიალქნო კლუბის, საქართველოს საიალქნო კლუბის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს აფროსნობის ფედერაცია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში