საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე "ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითი განხილვა გრძელდება.
დავის საგანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ორი მუხლია, კონკრეტულად კი, მოსარჩელე მხარე, რომელსაც კახა კუკავა წარმოადგენს მოითხოვს, რომ ეროვნულმა ბანკმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დააწესოს. მისი თქმით, ფორმალურად მსგავსი ზედა ზღავრი საქართველოშიც არსებობს, მაგრამ როგორც კუკავა განმარტავს, კანონში არსებული ჩანაწერით ის არ ვრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. მოსარჩელე მხარე ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
კახა კუკავა ასევე, აცხადებს, რომ არაკონსტიტუციურია სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაგირავებული ნივთის რეალიზაციის შემდეგ დამგირავებელზე სასესხო დავალოანების დატოვება, ეს უნდა შეწყდეს, ამბობს კუკავა.
საქმეს "ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.