საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავენ. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მალე დანების ონლაინ გაყიდვის საიტებზე ასაკის დადასტურებასაც დანერგავს.
15 წლის ბავშვს აღარ შეეძლება დანის ონლაინ შეძენა - განაცხადა მაკრონმა.
10 ივნისს პარიზის მახლობლად ქალაქ ნოჟანში სკოლაში ჩანთების შემოწმებისას მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი, 31 წლის ქალი დანით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.