საპროტესტო აქცია თბილისში

13 ივნისი 2025, 11:58 319 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა საპროტესტო აქცია თბილისში. პროტესტი სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები ფილარმონიასთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, სწორედ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, ადგილი, სადაც გასული წლის 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს და ღამის გათენება გადაწყვიტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში