საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო. სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ, დილის 9 საათიდან, მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება ოცამდე მიმართულებით.
ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება.