ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა, 0:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მოგებაა.
შეგახსენებთ, რომ უმცროსმა „ჯვაროსნებმა“ პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხეს, შემდეგ დრამატულ მატჩში თავად დამარცხდნენ საფრანგეთთან 2:3 და ბოლოს პორტუგალიასთან წააგეს 0:4.
ამრიგად, ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა.