აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ცოცხალია - ირანული მედია

20 ივნისი 2025, 14:01 99 ნახვა

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი ცოცხალია - ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შამხანს მძიმე დაზიანებები აქვს და სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.

მედიისთვის მიწოდებულ განცხადებაში მრჩეველი აცხადებს, რომ მზად არის თავგანწირვისთვის.

ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, როგორც ირანის ასევე ისრაელის მედია წერდა, რომ შამხანი იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში