ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში 82 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელის ცეცხლის შედეგად ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 34 პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
გაერომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერილი ჯგუფი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილება დაევალა, ღაზაში მარაგების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის „უუნარობის“ გამო გააკრიტიკა.