აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ მხარეს მსხვერპლის გარეშე გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული აღჭურვილობით'' - თქვა ჯეი დი ვენსმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანს მომავალში ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება.