მოსწავლეების დაჯილდოება

24 ივნისი 2025, 18:00 123 ნახვა

ბაუ- ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

,,სასწავლო ოლიმპიადა 2025’’  ორ სესიად 4 საგანში ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკასა და მათემატიკაში ჩატარდა. 

სამედიცინო სასწავლებელმა 50-მდე მე-11; მე-12 კლასელებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება მისცა.

რექტორმა საპრიზო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი