სამუშაო შეხვედრა პედაგოგებთან

23 ნოემბერი 2025, 11:01 82 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი წარუდგინა.

შეხვედრაში აჭარისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მინისტრის მოადგილემ მონაწილეებისგან სამუშაო დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა და პედაგოგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.  

აღნიშნული შეხვედრების მიზანია, რომ ახალი სქემის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში