კარატისტების ოქრო-ვერცხლი ასტანიდან

30 ივნისი 2025, 10:11 143 ნახვა

ასტანაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში „ასტანის თასი 2025“, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში ექვსი ქვეყნის 600-მდე მებრძოლი ასპარეზობდა. საქართველო შეჯიბრებაზე 11 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ამათგან შვიდმა ჭაბუკების, ოთხმა კი ახალგაზრდების კატეგორიაში იასპარეზა.

ჩვენი გუნდის მონაგარი ასტანის თასზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია.

ჭაბუკთა შორის ტურნირის გამარჯვებული ედგარ აბგარიანი გახდა, მალხაზ ქაჯაიამ კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ყველაზე პრესტიჟულ, აბსოლუტურ წონაში ქართული ფინალი გაიმართა ნიკა ნაგერვაძესა და დიმიტრი მსხალაძეს შორის, რომელიც ნაგერვაძის გამარჯვებით დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი