“პარი სენ-ჟერმენმა“ “ინტერ მაიამი“ დაამარცხა 

30 ივნისი 2025, 10:13 99 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ატლანტაში გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. გოლი მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა გაიტანა, რომელმაც 39-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 44 და 48 წუთებზე „მაიამის“ კარში კიდევ ორი გოლი გავიდა.

ტომას ავილესმა ავტოგოლი მიითვალა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი აშრაფ ჰაკიმმა დააფიქსირა.

საბოლოოდ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის „ბაიერნს დაუპირისპირდება, რომელმაც „ფლამენგოს“ 4:2 მოუგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი