ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზეა საუბარი - შალვა პაპუაშვილი

01 ივლისი 2025, 11:41 125 ნახვა

ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზე არის საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

„გუშინწინ აქციაში, არათუ მონაწილეობდნენ, ეს იყო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან, ოფიციალურად იყო რამდენიმე „ენჯეოს“ ორგანიზებული, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან. თქვენ მოისმინეთ მონაწილეების განცხადბები, მათ შორის, რომ უშუალოდ, ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება – არდაშვებას, განცხადებების გაფილტვრა -არგაფილტვრას, რა შინაარსის განცხადები უნდა ყოფილიყო და რა არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი – ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა, ამ ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებებია, შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, მე განცხადებებს ვციტირებ, რომელიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზებული ღონისძიებიდან, ეს არის რა თქმა უნდა კატასტროფა“, - განაცხადა შალცვა პაპაუშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზე არის საუბარი.

„ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზე არის საუბარი. ეს არ არის უკვე პოლიტიკური ბრალდებები თუ პოლიტიკური შეფასებები, ეს უკვე არის ფაქტი, რომ ევროკავშირის დაფინანსებით რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე და ყველას დასჯის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამგვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინაღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს. კიდევ ერთხელ, ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება თუ არა მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეს აქცია იყო ორგანიზებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“ და სხვა „ენეჯეოების“ მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. ამ აქციაზე, სცენაზე ვინ ასულიყო და ვინ არა, რა ეთქვა და რა არა, აკონტროლებდა ბაია პატარაია, ამას თავად მონაწილეებიც ადასტურებენ. შესაბამისად, ევროკავშირის ფულით რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ევროკავშირის ელჩმა“, - განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი