საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსა მის მიერვე შერჩეულ ლოკაციაზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულს ბრალდება 18,2603-ე მუხლის პირველი ნაწილით („მარიხუანის“ უკანონო რეალიზაციის მომზადება) და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.