საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს: ფინალურ ბლოკში გასულმა ოთხივე ქართველმა მოიგო და ნაკრებს 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაო შესძინა. ტურნირში ჩაბმული "მეორე ხუთეულიდან" მედლისთვის ბრძოლას სამი მოჭიდავე აგრძელებს - ერთი ფინალში და ორი - დამამშვიდებელ წრეში.
ევროპის ჩემპიონები აჭარის წარმომადგენლები - ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე გახდნენ, მესამეზე კი გარდაბნელები - კობა ქარუმიძე და საბა ფურცელაძე გავიდნენ.
დღეს ფინალში ალექსანდრე რუსიტაშვილი იჭიდავებს 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
დამამშვიდებლის ფინალში ხობელი ევროპის მესამე პრიზიორი უფროსებში ვახტანგ ლოლუაა, სანუგეშო წრის გავლით ბრინჯაოს მოპოვებას კი აჭარის წარმომადგენელი ანრი ხოზრევანიძე შეეცდება.