ორხან მამედოვის პერსონალური გამოფენა

02 ივლისი 2025, 10:01 133 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ორხან მამედოვის  პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე კონცეპტუალური ხასიათის სიუჟეტური კომპოზციებია  წარმოდგენილი, რომლებიც სხვადახვა  ტექნიკით არის შესრულებული. 

ორხან მამედოვმა ზეთის საღებავებისა და ნაჭრის სინთეზით თავისი უნიკალური  სტილი შექმნა.

ზეთისა და ტილოს გარდა, მან გამოიყენა შერეული მედიის ელემენტები: ძაფები და თოკები, რაც ხელოვანისთვის მთავარი ატრიბუტი და შთაგონების წყარო გახდა. 

მამედოვის ნამუშევრები აჭარის მუზეუმის  გალერეაში 10 ივლისამდე  დარჩება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი