ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

02 ივლისი 2025, 14:10 114 ნახვა

კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ბათუმი წელსაც მასპინძლობს. მესამე საფესტივალო კონცერტი დღეს დრამატულ თეატრში 19 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელი და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილია. მუსიკოსი მაყურებლის წინაშე სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარსდგება სპეციალური პროგრამით “ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“.

კონცერტში მონაწილეობენ მომღერლები სოფო ხალვაში და გიორგი სუხიტაშვილი, ასევე საფრანგეთიდან მოწვეული მუსიკოსი ორელია მეი.

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება.

საზეიმო გახსნა 28 ივნისს  სიღნაღში შედგა,  შემაჯამებელი კონცერტი კი ბათუმში ხვალ ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი