შეხვედრა მოჭიდავეებთან

09 ივლისი 2025, 14:05 100 ნახვა

საქართველოს 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ  მიულოცა.

იტალიაში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა , ანრი ფუტკარაძემ და ლუკა კოჩალიძემ მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი,  დაჩი პაპინაშვილი  და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდნენ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში