მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

10 ივლისი 2025, 14:03 129 ნახვა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. იგი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ წარუდგინა. ინფორმაციასა და ვიდეო-მასალას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას.

სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში